მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:1

1. იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.2. საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს.
1 იოვანე თავი 3
1. იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიცოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს (3,1).:

თარგმანი: შვილებაჲ ესე მადლით მოგჳღებიეს ნათლისღებისა მიერ, მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს სოფელი, რომელ არიან ბოროტნი კაცნი ზოგად, უმეცარ არიან ჩუენდა და მისდა, რომელმან-იგი სოფლით მიწოდნა ჩუენ შვილებასა მას ზეცისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის