თარგმანი: ვიეთნი ჩუენ? - არამედ მსმენელნი სიტყჳსა ღმრთისანი; აწვე, პირველ სიკუდილისა, ამიერ მიცვალებულ ვართ; და ესე სიტყუამან ღმრთისამან გუაუწყა, რაჟამს თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რომელმან სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, არა იხილოს მან სიკუდილი, არამედ მიიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად. ამისთჳსცა ურჩი ბრძანებათა მისთაჲ სიკუდილსა შინა დაშთების, ვითარცა სამარადისოდ მოუქცეველი ცოდვათა მოქმედებისაგან.
1 იოვანე 3:14
13. ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.14. ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.15. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
1 იოვანე თავი 3