თარგმანი: ესე არს საზღვარი ღმრთისა თანა ყოფისაჲ, რაჲთა წმიდა ვიყვნეთ, ვითარცა იგი თავადი წმიდა არს. ხოლო ცოდვასა რაჲ შინა ვიყვნეთ, სრულიად უცხო ვიქმნებით ხედვისა და ცნობისა მისისაგან.
1 იოვანე 3:6
5. და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.6. ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.7. შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
1 იოვანე თავი 3