თარგმანი: განჴორციელებითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა მოუძლურდა ყოველი მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ და ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, რაჟამს სული იგი საღმრთოჲ დაჰნერგა ჩუენ შორის ნათლისღებისა მიერ. ვინაჲცა აქა მოციქული არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად; არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ, ვიდრემდის მადლი სულისა წმიდისაჲ იყოს კაცისა თანა თესლად ღმრთივ-მოცემულად წმიდისა ნათლისღებისა მიერ, არა შთავარდების კაცი ცოდვასა, არამედ პირველად შევაწუხებთ მას და წარვიოტებთ სულთაგან ჩუენთა, და ეგრეთღა მონა ვიქმნებით ყოვლისა არაწმიდებისა, და, ნაცვალად შვილებისა ღმრთისა, დავიმკჳდრებთ შვილებასა ეშმაკისასა. ამისთჳს გუესმის პავლესგან წინა-განკრძალებით ესრეთ: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა" () და შემდგომი ამისი.
1 იოვანე 3:10
9. ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.10. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.11. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
1 იოვანე თავი 3