მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:16

15. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.16. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.17. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
1 იოვანე თავი 3
16. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამით ვცანთ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა, და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ (3,16).:

თარგმანი: ყოველივე სახედ და საცხორებელად ჩუენდა ყო ქრისტემან. საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისა და ვნებისა თჳსისაჲ, რაჲთა, რაჲ-იგი მან არა უღირს-იჩინა ჩუენთჳს თავს-დებად, არცა ჩუენ უღირს-ვიჩენდეთ ყოვლისავე მის ყოფად და თავს-დებად ძმათა და მოყუასთა ჩუენთათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის