თარგმანი: მრავალ-ჟამ მიმყოვრებაჲ ცოდვასა შინა — მცირედ-მცირედ უშჯულო ჰყოფს კაცსა, რაჟამს განამრავლოს მრავალ-გზის ცოდვითა გარდასლვაჲ შჯულისაჲ. და თჳთ მოქმედებითა ცოდვისაჲთა მიიწიოს საზომსა უშჯულოთასა. აწ უკუე უჴმს ქრისტეანესა, რაჲთა არა უჴმარ ყოს თავისა თჳსისათჳს მიზეზი იგი ქრისტეს მოსლვისაჲ. არცა დააკლდეს მსგავსებასა მოძღურისა მის სახიერისასა, რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა, ხოლო მას თავადსა არცა ერთ რაჲ შეეხო სენთა გინა ვნებათა ჩუენთაგანი.
1 იოვანე 3:5
...ა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა სოფლისა ამის მოყუარე არიან, არამედ სხუათა საქმეთა მიმართ ჰხედვენ, არარაჲ ზიარებაჲ აქუს სოფლისა ამის საქმეთა თანა, არამედ ცათა მოქალაქე ქმნილ არიან; და ამისგანცა თჳსსა სიყუარულსა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ესრეთ აქებს მათ წინაშე მამისა და შეჰვედრებს მათ, ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაიცვენ იგინი“, არა ჴორციელთა ოდენ განსაცდელთაგან იტყჳს, არამედ დამტკიცებისათჳსცა სარწმუნოებისა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა-ყვენ იგინი ჭეშმარიტებითა შენითა“ (17,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: წმიდა-ყვენ მოცემითა სულისა წმიდისაჲთა და მართალთა სწავლათა მიერ; ვითარცა-იგი რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“, და აწცა მასვე იტყჳს, ვითარმედ: ასწავე მათ ჭეშმარიტ...