მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:22

21. საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.22. და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.23. და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
1 იოვანე თავი 3
22. და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, და რაჲცა-იგი ვითხოვოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ. და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა. და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ (3,21-24).:

თარგმანი კჳრილესი: ვინაჲთგან, სიტყჳსაებრ სახარებისა, ვიდრე-ესე ვიდოდით გზასა ზედა ამის ცხორებისასა, კრძალვაჲ გჳღირს, რაჲთა არა გუგმობდეს გული ჩუენი, რომელ არს სჳნიდისი, მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ, რომელსაცა მუნ წინა-მოსაჯულად უწოდს, რომელი-იგი ამისთჳს საკრძალავ არს, რამეთუ უკუეთუ არა უსმინოს მას, რაჟამს გამხილოს შენ რაჲსათჳსმე სლვასა შინა ამის საწუთროჲსა გზისასა, მი-რაჲ-ხჳდეთ სამშჯავროსა მას საუკუნესა, შეგასმინოს და განგაქიქოს შენ წინაშე მთავრისა მის და მსაჯულისა ცხოველთა და მკუდართაჲსა. ხოლო უკუეთუ განვიწმიდოთ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, მაშინ კადნიერებაჲ გუაქუნდეს ღმრთისა მიმართ, ვითარცა მცნებათა მისთა დამმარხველთა და სათნოებისა არა კაცთა საჩუენებელად, არამედ მის მხოლოჲსა წინაშე მყოფელთა, და მოგუეცეს აღსრულებაჲ თხოვათა ჩუენთაჲ, რამეთუ მცნებათა მისთა დამცველთა შორის იგი თავადი სავანე ჰყოფს, რომელმან მომცა ჩუენ სული წმიდაჲ მისი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის