თარგმანი: ვინაჲთგან გულთ-მეცნიერ არს ღმერთი, ამისთჳს ყოველსავე გულითადსა ეძიებს, და არარას მაჩუენებლობითსა მიითუალავს. ამისთჳს საქმით და ჭეშმარიტებით ჯერ-არს ქონებაჲ სიყუარულისაჲ, და რაჲთა არცა ერთი ორგულებაჲ იყოს გულთა შინა ჩუენთა, რამეთუ უკუეთუ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ მძიმე არს და მოუთმენელად მწერტელ, რაოდენ უფროჲს ცნობაჲ ღმრთისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის, რაოდენსა გუგმობდეს და განგჳკითხვიდეს გული ჩუენი.
1 იოვანე 3:18
17. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?18. შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.19. და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
1 იოვანე თავი 3