მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:12

11. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.12. არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.13. ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
1 იოვანე თავი 3
12. არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგანი იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსთჳს-მე მოკლა იგი? — რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი — მართალ (3,12).:

თარგმანი: იხილე, რამეთუ რაჟამს სათნოებაჲ ვყოთ, —ღმრთისაგანად, ხოლო რაჟამს სიბოროტე ვქმნათ, — უკეთურისაგანად ვითქუმით; ვითარ-ესე აწ კაენ, ღმრთისა მიერ დაბადებული, არათუ ბუნებითა, არამედ საქმეთა მისთა ბოროტებითა უკეთურისაგანად ითქუმის, ვითარ დასაბამ და დამწყებელ ქმნილი სიკუდილისაჲ და მასწავლელელი კაცთაჲ მოსისხლეობისა და ძმის მკლველობისაჲ, რომელი-იგი ქმნა შურისა მიერ და სიძულილისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის