პავლე მოციქულისა წიგნი ფილიპელთა მიმართ
მოციქულისაჲ: პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო:
ფილიპიაჲ ქალაქი არს მაკედონისაჲ, განწესებული დედაქალაქსა ქუეშე თესალონიკისასა, რომელთა მიმართ, ვითარცა თანასწორთა პატივითა, ეგრეთ მისწერს, და არცა ერთსა რას სახელ-იდებს პატივთაგან მოციქულებისათა, თჳნიერ მონებასა ქრისტესსა, რომელი-იგი დაღაცათუ საზოგადო არს ყოველთა, არამედ პავლესივე არს და მსგავსთა მისთაჲ,...

