მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:9

8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა;9. და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,10. რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა,
ფილიპელთა მიმართ თავი 1
9. და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა (1,9).:

თარგმანი: ესრეთ უსაზღვროებასა ქრისტეს მიერისა სიყუარულისასა უჩუენებს მათ ლოცვით თხოვითა დღითი-დღე გარდარევისა და უფროჲს გარდამატებისაჲთა; ხოლო სიყუარულსა შინა ეძიებს ქონებასა მეცნიერებისა და სიფრთხილისასა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყულიცა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის