მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:21

20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით.21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ცხორება ჩემდა ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ (1,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას განკითხვად წარდგინებასა განრომილ იყო მო კლვისაგან, რაჲთა არა დიდ ჰგონებდენ განრომასა, და დაკნინება შეჰრაცხონ, ოდეს იქმნეს მოკლვაჲ მისი, ამისთჳს წინა-განსწავლის მოწაფეთა, ვითარმედ: ჩემდა ცხორებაჲ არათუ სხუაჲ რაიმე არს, თჳნიერ ქრისტე, და სიკუდილი მისთჳს შემირაცხიეს შესაძინელად, რაჲთა უსრულესად და უწმიდესად ვიხილო სასურველი იგი ჩემი, რომლისა შუაკედელ ჩემდა არს სიზრქე ესე ჴორცთაჲ.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...ცველთა თავდასხმებისა არ ეშინიათ, რადგან არაფერი აქვთ, რითაც ზიანი მიადგებათ; ქონება არ არის, არის სხეული და სული; თუკი მათ სულს წაართმევენ, ზიანს კი არ მიაყენებენ, არამედ სარგებელს მოუტანენ. რადგან ამბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს. ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().

5. აღსასრულის სიხარული და სნეულების მოთმინება

იქ არასოდეს გაიგონებ არც გოდებას, არც მოთქმას; მათი ჭერი სუფთაა ამ უსიამოვნებათაგან, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან. რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ. გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას. და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამე; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას...

სრულად ნახვა