თარგმანი: აჰა ესერა, ორთავე ამათ შინა, რომელთა წადიერებითა შეპყრობილ იყო, თჳთვე გჳჩუენებს ფრიად უმჯობესსა, რომელ არს განსლვაჲ ჴორცთაგან და ქრისტეს თანა ყოფაჲ. ვინაჲცა შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უსაჭიროეს თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: "ჩემდა უსაწადელეს არს ყოფაჲ ქრისტეს თანა, ხოლო თქუენთჳს უფროჲს საჭიროდ საჴმარ არს დადგრომაჲ ჩემი ჴორცთა შინა. ვინაჲცა ფრიად უფროჲს უმჯობესსა მას ჩემსა სურვილისა მიმთხუევასა აღჳრ-ვასხამ, ჟამ ერთ უსაჭიროესისა მისთჳს სარგებელისა თქუენისა". იხილე გონებაჲ, მიმსგავსებული ქრისტესი, რომელმან სული თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთათჳს, და არა თავისაჲ იძია უმჯობესი, არამედ მოყუასთაჲ; რომლისა მიერ ცხად არს, რამეთუ არა ხოლო სიტყჳთ მასწავლელი იყო ამისი, ვითარმედ: "ნუ ხოლო თავისასა ეძიებს კაცად-კაცადი თქუენი, არამედ მოყუსისასაცა", არამედ ფრიად უფროჲსღა - საქმით აღმასრულებელი. აჰა ესერა, თჳსი ნებაჲ სურვილისაჲ განკუეთა სხუათა უმჯობესისათჳს, რომლისა მიერ მას მრჩობლ უმეტესი შეეთხზვის გჳრგჳნი დიდებისაჲ განმრავლებასა თანა მის მიერ ცხოვნებულთასა.
ფილიპელთა მიმართ 1:24
...ღირსთა სიკვდილიც, რომელიც უბრალოდ ბუნების კანონით კი არ მოდის, არამედ მრავალ შემთხვევაში მისი განზრახვითაც ხდება. ნუთუ არ გესმის, რას ამბობს პავლე: „ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა“ ()? და რა გიკვირს, თუ სიკვდილიც ასეა, იქ, სადაც ზოგიერთთა შობაც კი ბუნების კანონით არ ხდება, როგორც ისაკისა და როგორც სამუელისა? ამიტომაც მათ „შვილნი ჴორცთანი“ () კი არ უწოდებს, არამედ „შვილნი იგი აღთქუმისანი“ ().
ასევე მოსეც უბრალოდ კი არ კვდებოდა, არამედ ღვთის ბრძანებით; არც იოანე, არამედ ღვთის დაშვებით. თუმცა მისი სიკვდილი მეძავის საზღაური გახდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც პატივდებული შეიქნა. სწორედ ეს არის საკვირველი: რომ ასეთნაირად აღსრულებულიც პატივდებული იყო; რადგან ჭეშმარიტებისთვის დაასრულა ცხოვრება და იმდენად პატივდებული იყო, რომ თვით მის მკვლელ...
...ამბობს: „რომელი გამოვირჩიო, არა უწყი“ (); „შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (); „ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს“ ().
ამიტომ წინასწარმეტყველიც ამბობს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ () — არა უბრალოდ სიკვდილი, არამედ ასეთი სიკვდილი. და კვლავ, სხვაგან: „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ (). ხედავ, ესეც საშუალო საგანია: თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი, არამედ იმათ განწყობაზეა დამოკიდებული, ვინც მას იღებს? ამიტომ ყოვლადბრძენი სოლომონიც, როცა ამ საგანთა საშუალო და სასარგებლო მდგომარეობას ჩამოთვლიდა, მათ შესახებ სიბრძნით მსჯელობდა და აჩვენებდა, რომ ეს თავისთავად კეთილი და ის ბოროტი კი არ არის, არამედ შესაფერის ჟამს კეთილად იქცევა, თუნდაც მძიმე ჩანდეს, ხოლო როცა შესაფერისი...