1.ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა ჟამსა უპყარ ჴელი მარჯუენა მისი, წინაშე მისსა წარმართნი მორჩილებდენ და ძალი მეფეთა განვხეთქო. განვახუნე წინაშე მისსა კარნი და ქალაქნი არა შეიჴშნენ.2.მე წინაშე მისსა ვიდოდი და მთანი დავავაკნე, ბჭენი რვალისანი შევმუსრნე და მოქლონნი რკინისანი შევფქვნე.3.და მიგცნე შენ, საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი განგიხუნე შენ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე სახელი შენი - ღმერთი ისრაჱლისა.4.ყრმისათჳს ჩემისა იაკობისსა და ისრაელ რჩეულისა ჩემისა მე გიწოდო შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარო შენ. ხოლო შენ არა მიცან მე, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს მერმე გარეშე ჩემსა.5.მე ვარ უფალი და არა ვინ არს გარეშე ჩემსა ღმერთ. განგაძლიერე შენ და არა მიცან მე.6.რაჲთა ცნან აღმოსავალთათაგან მზისათაჲთ და დასავალთათგანთა, ვითარმედ არა არს მერმე გარეშე ჩემსა, მე უფალი ღმერთი და არა არს მერმე.7.მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა.8.იშუებდინ ცაჲ ზეგარდამო და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა. აღმოაცენენ ქვეყანამან და აღმოამორჩენ წყალობა და სიმართლე აღმოაცენენ ერთბამად. მე ვარ უფალი, რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად.9.შეგმზადე, ვითარცა თიჴა მეკეცემან. ნუ მეურნატე მეურნატეობს დღე ყოველ? ნუ ჰრქვასა თიჴამან მეკეცესა: რასა ჰზამ? რამეთუ არა ჰშურები, არცა გქონან ჴელნი. ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თჳსისა; რასათჳს ესრეთ შემქმენ მე?10.ვაჲ, რომელმან ჰრქვას მამასა: რა არს შობაჲ? და დედასა: რაჲ სალმობაჲ?11.რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.12.მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.13.მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.14.ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,15.რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.16.სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.17.რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.18.რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან შექმნა ცაჲ, ესეა ღმერთი, რომელმან გამოაჩინა ქვეყანა და შექმნა იგი, მან განასაზღვრა იგი. არა ცუდად შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად: მე ვარ უფალი და არა არს მერმე.19.არა ფარულსა შორის ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქვეყანისა ბნელისასა არა ვარქუ თესლსა იაკობისსა: ამაოჲ იძიეთ. მე ვარ უფალი მეტყუელი სიმართლისაჲ და მიმთხრობელი ჭეშმარიტებისა:20.შეკერბით და მოვედით, განიზრახეთ ერთბამად, რომელნი სცხოვნდით წარმართთაგან ვერ ცნეს აღმღებელთა ძელისათა ქანდაკებული მათი და მლოცველთა ღმერთთა მიმართ, რომელნი ვვრ აცხოვნებენ.21.უკეთუ მიუთხრობენ, მიეახლნედ, რაჲთა ცნან ერთბამად, ვინ სასმენელ-ყვნა ესენი დასაბამით, მაშინდითგან მიგეთხრა თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს სხვა თჳნიერ ჩემსა მართალი და მაცხოვარი, არა არს გარეშე ჩემსა.22.მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ ქუეყანისა დასასრულისანი. მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა.23.თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქუენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე, და სიტყვანი ჩემნი არა გარემიიქცენ,24.რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა,25.მეტყუელი, სიმართლე და დიდებაჲ მისსა მიმართ მივიდეს და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი, განმსაზღვრებელნი თავთა თჳსთანი უფლისაგან,26.განმართლდენ, და ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნენ ყოველი თესლი ძეთა ისრაელისათა.
„მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა“ ().
1.
მართალია, ნათქვამი ცოტაა, მაგრამ წყარო თაფლზე ტკბილია, ისეთი თაფლისა, რომელიც გაძღომას არ იწვევს.ეს გრძნობადი თაფლი ენაზე ამთავრებს სიამოვნებას და ხრწნილებაში გადადის; ხოლო სწავლების თაფლი სინდისში ინახება, მუდმივ სიხარულს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:
...ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა.
...ბისი ერისაგან ბარბაროზთასა“** (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (). და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები, მარტოები, საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ.და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან არავინ იფიქროს, თითქოს ორი შემოქმედი არსებობდეს.რადგან ქმნილებანი განსხვავებულნი არიან და არსებით ერთმანეთისაგან დაშორებულნი: ერთი გრძნობადია, მეორე კი გონებით საწვდომი; ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი; ერთი სხეულებით არის სავსე, მეორე კი უს...
...დანაც, რაც იუდეველებთან არასოდეს მომხდარა; ხოლო თუ ზოგიერთნი ოდესმე მივიდნენ, მხოლოდ მცირერიცხოვანი მწირები იყვნენ, ისინიც დიდი შრომის შემდეგ, და არასოდეს „ხალხებად“ არ წოდებულან, არამედ „მწირებად“. რადგან ამბობს: „მწირნი შენ ზედა გარდაჴდენ და შენდა იყვნენ მონებ“ ()3.ხოლო თუ წინასწარმეტყველი მეტაფორას აგრძელებს და „მთას“ და „იაკობის ღმერთის სახლს“ უწოდებს, ნუ გაგიკვირდება.რადგან, როგორც უკვე ვთქვი, იგი წინასწარმეტყველებას ხან ოდნავ ხსნის, ხან კი კვლავ ჩრდილავს: პირველს იმისთვის აკეთებს, რომ უფრო გონიერთ ნათქვამის გაგების საბაბი მისცეს; მეორეს კი იმისთვის, რომ უგულისხმოთა უწესრიგო გაქანება შეაკავოს; და ამგვარად სიტყვას ყოველი მხრიდან მრავალფეროვნად აწყობს.
4.
თუ თქვა „ღმრთისა იაკობისსა“ (), ნუ აღშფოთდები, საყვარელო, რადგან ღმრთის მხოლოდშობილი ძეც იაკობის ღმერთი იყო.რადგან მანვე მისცა სჯული და...