...დანაც, რაც იუდეველებთან არასოდეს მომხდარა; ხოლო თუ ზოგიერთნი ოდესმე მივიდნენ, მხოლოდ მცირერიცხოვანი მწირები იყვნენ, ისინიც დიდი შრომის შემდეგ, და არასოდეს „ხალხებად“ არ წოდებულან, არამედ „მწირებად“. რადგან ამბობს: „მწირნი შენ ზედა გარდაჴდენ და შენდა იყვნენ მონებ“ ()3. ხოლო თუ წინასწარმეტყველი მეტაფორას აგრძელებს და „მთას“ და „იაკობის ღმერთის სახლს“ უწოდებს, ნუ გაგიკვირდება. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, იგი წინასწარმეტყველებას ხან ოდნავ ხსნის, ხან კი კვლავ ჩრდილავს: პირველს იმისთვის აკეთებს, რომ უფრო გონიერთ ნათქვამის გაგების საბაბი მისცეს; მეორეს კი იმისთვის, რომ უგულისხმოთა უწესრიგო გაქანება შეაკავოს; და ამგვარად სიტყვას ყოველი მხრიდან მრავალფეროვნად აწყობს.
4.
თუ თქვა „ღმრთისა იაკობისსა“ (), ნუ აღშფოთდები, საყვარელო, რადგან ღმრთის მხოლოდშობილი ძეც იაკობის ღმერთი იყო. რადგან მანვე მისცა სჯული და...