...ბისი ერისაგან ბარბაროზთასა“** (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (). და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები, მარტოები, საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ. და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან არავინ იფიქროს, თითქოს ორი შემოქმედი არსებობდეს. რადგან ქმნილებანი განსხვავებულნი არიან და არსებით ერთმანეთისაგან დაშორებულნი: ერთი გრძნობადია, მეორე კი გონებით საწვდომი; ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი; ერთი სხეულებით არის სავსე, მეორე კი უს...