...ის-ვსცემთ, რომელი ვიცით“.
ხოლო ნუ გიკჳრს ესე, რომელ ჰურიათა თანა აღჰრაცხავს თავსა თჳსსა, რამეთუ იჭჳსაებრ დედაკაცისა მის ეტყოდა მას, რომელი ჰგონებდა მას წინაჲსწარმეტყუელად ჰურიად. ამისთჳსცა ჰრქუა, ვითარმედ: თაყუანის-ვსცემთ, რომელი-იგი თაყუანისსაცემელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ „მისა მოდრკეს ყოველი მუჴლი“, ; ; გარნა აწ ვითარცა ჰურიაჲ ეტყოდა მას. ხოლო დაუმტკიცა სიტყუაჲ იგი, რაჲთა არა ჰგონებდეს, ვითარმედ სიყუარულითა თჳსისა ნათესავისაჲთა ეტყოდა სიტყუათა მათ. ამისთჳს ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რაჟამს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ“. და მერმეღა უჩუენა უაღრესობაჲ ჰურიათაჲ, და ვითარმედ „ცხორებაჲ ჰურიათაგან არსო“. ხოლო „ცხორებად“ გინა თუ ამას იტყჳს, ვითარმედ მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და შეურაცხის-ყოფაჲ კერპთაჲ მათგან იწყო პირველად, და თქუენცაო დაღაცათუ არა კეთილად იცით ღმერთი, გარნა ეგე, რომელ იცით, მათ მიერ არს, ანუ თუ თჳსსა გამოჩინებასა იტყოდა „ცხორებად“, რომელნი-ესე ორნივე ჰურიათაგან არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ყოველ-თა ზედა ღმერთი“....