„მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა“ ().
1.
მართალია, ნათქვამი ცოტაა, მაგრამ წყარო თაფლზე ტკბილია, ისეთი თაფლისა, რომელიც გაძღომას არ იწვევს. ეს გრძნობადი თაფლი ენაზე ამთავრებს სიამოვნებას და ხრწნილებაში გადადის; ხოლო სწავლების თაფლი სინდისში ინახება, მუდმივ სიხარულს გვანიჭებს და უხრწნელობისკენ გვიძღვის. ერთი ბალახებისგან შედგება, მეორე კი საღმრთო წერილებიდან იქსოვება. დღეს მან, ვინც კეთილად ილაპარაკა, ამ სწავლების თაფლით აგავსოთ; მან მორჩილების ჯილდო მოიპოვა, სიყვარულის ძალა აჩვენა და რწმენის კეთილშობილება გამოაჩინა. მაშ, მოდი, ჩვენც კვლავ დიდი გულმოდგინებით დაგიდგათ ჩვეული ტრაპეზი; რადგან ძლიერ გვიხარია, რომ მაშინ, როცა ბრწყინვალე დოღი იმართება, აქ ამდენი ხალხი მოვიდა და იქაური დროსტარება არაფრად...