მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას (5,13).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო და ქუემო მიმოაქცევს სახელსა აზნაურებისასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ჴუმევასა ეძიებს აზნაურებისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს განგუათავისუფლნა ქრისტემან, რაჲთა თავისუფლებაჲ იგი მოცალება ვყოთ, და მოცალებაჲ — წარჴსნილება ცოდვისა მიმართ; რომელ-ესე არს მიზეზად ჴორცთა ჴუმევაჲ აზნაურებისაჲ; არამედ ჯერ-არს, რაჲთა...


