...რიადსა ჭირსა და უბადრუკებასა შეიმთხუევენ, რაჲთამცა უკეთურებაჲ თჳსი სრულ-ყვეს. და არა თუ უსარგებლო ხოლო არს ჭირი მათი, არამედ ფრიადისაცა ზღვევისა მომატყუებელ ექმნების, და ამას მოასწავებს მოციქული პავლე სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთაგან თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ“. ესენი არიან ჭეშმარიტად, რომელნი აღაშენებენ ქჳშასა ზედა, ესე იგი არს, გინა თუ სიძვასა ზედა, გინა თუ ბილწებასა, ანუ თუ მთრვალობასა, ანუ გულისწყრომასა, ანუ ანგაჰრებასა, ანუ სხუასა რომელსამე ვნებასა. ესრეთ იყო აქაბ, არამედ ელია - არა ესრეთ, რამეთუ ამას აღეშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა, ხოლო მას დაეფუძნა ქჳშასა ზედა, ამისთჳსცა არას ერგო მეფობაჲ, არამედ ძრწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ხალენითა მოსილისა. ეგრეთვე ჰურიათა აღაშენეს ქჳშასა ზედა, ხოლო მოციქულთა - კლდესა ზედა. ამისთჳსცა დაღაცათუ მცირედნი იყვნეს, არამედ სიმტკიცესა კლდისასა აჩუენებდეს, და იგინი დაღაცათუ მრავალნი იყვნეს, არამედ - უუძლურეს ქჳშისა. ამისთჳს იტყოდეს: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?“ ჰხედავა უღონოებასა მას არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრდომილ-თასა, არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა ზედა იყო შენებ...
გალატელთა მიმართ 6:8
7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.
გალატელთა მიმართ თავი 6