თარგმანი: მოქმედებისა ჟამ არს საწუთროჲ ესე; ხოლო მერმესა მას არარაჲ იქმნების საქმე, თჳნიერ მოსაგებელი საქმეთაებრი. ამისთჳს აწვე გუაწუევს მოციქული, რაჲთა ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ. ესე იგი არს —ჰურიათა და წარმართთა, ხოლო უფროჲსღა სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელ არიან მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთა თანა ზოგად ერთსახლ ვართ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა.
გალატელთა მიმართ 6:10
9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.10. აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.11. აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.
გალატელთა მიმართ თავი 6