თარგმანი: სარწმუნომყოფელად სიტყჳსა ამის უცილობელობისა, ნაცვალად ყოვლისა თჳსი სახელი კმა-ყო, ვითარცა ღირსებით სარწმუნოდ შესწავებული ყოველთა მიერ. ხოლო ეტყჳს, ვითარმედ: რომელი წინა-დაიცუეთს, ესევითარი იგი ქრისტეს მადლსა უვარჰყოფს, რაჟამს შჯულისა მიმართ დადვას სასოებაჲ განმართლებისაჲ და განდგეს სარწმუნოებისაგან, ესევითარსა მას ყოვლად განუგდიეს თავი თჳსი ქრისტესგან.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).
ქრისტე აღდგა!
სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!
ქრისტე აღდგა!
სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს:
ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, „მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (I თესალონიკ. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, „იხარებდეთ, მართალნო, უფლისა მიერ“ ()
ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმინდა პროკლე, თავის...
„აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწეურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ ()
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის...
ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნესვნებითურთ და გულის თქმით. (გალ. 5, 24)
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა არა ერთ გზის გაიგონეთ თქვენ ოთხთავე სახარებათაგან ვრცელი მოთხრობა უფლისა იესო ქრისტესი ვნებისა და ჯვარცმისა; დღესაც კიდევ ერთხელ წაკითხულ იქმნა ყოველი, რაიცა მას უყვეს და რომელიც მოითმინა მან ჩვენთვის, და აჰა ესერა, ხატიცა მისი, რომელიც ცხოვლად წარმოადგენს წინაშე თვალთა ჩვენთა, რა მდგომარეობაში იყო იგი, როდესაც ჯვარისაგან გარდამოხსნეს.
გალატელთა მიმართ 5:1გალატელთა მიმართ 5:16გალატელთა მიმართ 5:19
...ა ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს“ ()." მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (), - გვასწავლის მოციქული.
საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.
მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი“ ().
თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენ...
...ით საქმეთა მიხედვითაც ცხადია. რადგან არც შაბათს ვინახავთ, არც წინადაცვეთა მიგვიღია, არც მათი დღესასწაულები და არც ძველთაგან სხვა რაიმე.რადგან პავლესგან მოვისმინეთ, რომელიც ამბობს: „უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს“ (), და კიდევ: „დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ“ ().აქედან ცხადია, რომ სიტყვა ახალ აღთქმას ეხება; ხოლო რომ იგი ნათესავთა შორის განიკითხავს, ამას პავლეც ამბობს: „დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა“ ().როგორ განიკითხავს?მითხარი: ძველი აღთქმის მიხედვით? არავითარ შემთხვევაში, არამედ: „მსგავსად სახარებისა მის ჩემისა“ ().ხედავ, რომ სიტყვები განსხვავებულია, აზრები კი თანხმობაშია?ესაია ამბობს: **„შჯიდეს შორის ნათე...
...მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: „უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს" (), — ხომ იმისთვის გამოჩნდა უფალი, რომ ეს ყოველივე გაეუქმებინა, და იმისთვის აღასრულა მთელი სჯული, რომ მომავალი დროისთვის სჯულის დაცვა გაეუქმებინა, რის გამოც ნეტარი პავლე ასე ძახილებდა: „განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ" (), — ჩვენ თავის მხრივ მოვისმინოთ ნეტარი პავლე და მივიღოთ ხელითუქმნელი წინადაცვეთა. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა"; და შემდეგ, რომ უფრო ზუსტად გვეჩვენებინა, რაში მდგომარეობს ეს წინადაცვეთა, დაუმატებს: „მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით" (კოლ 2:11–12). როგორც იუდეველთა წინადაცვეთის ნიშანი სხვა ხალხებისგან განარჩევდა მათ და ღვთის რჩეულ ხალხად გამოავლენდა, ასევე ჩვენთვისაც ნათლისღე...