...ნუმცა რად შეგჳრაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, რამეთუ მრავალნი ცოდვისათჳს მრავალსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს-იდებენ მას ყოველსა ეშმაკთათჳს, ხოლო ჩუენ ღმრთისათჳს არა თავს-ვიდვათა? და რამეთუ სათნოებაჲ სავსე არს ყოვლითავე დაწყნარებითა, „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ“ და მსგავსნი ამისნი; არასადა გჳჴმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყუედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ დაღაცათუ სასუმელი ერთი გრილისა წყლისაჲ წარვაგოთ ღმრთისათჳს, სასყიდელი მისი არა დაგუ-ჭირდეს, ; არამედ გარდამატებულად მოგუეცეს, და ღმერთი მადლიერ იყოს ჩუენდა. ხოლო ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ უფალსა, უკუეთუ ამას დაუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას მივსდევდეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?
ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა.