მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:14

13. რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.14. ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.15. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.
გალატელთა მიმართ თავი 6
14. ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა (6,14).:

თარგმანი: რომელი-ესე წარმართთა სისულელედ შეურაცხიეს, ესე პავლეს გამოურჩევიეს მხოლოდ ყოველთაგან სიქადულთა სოფლისათა, რამეთუ, რაჲმცა იყო, — იტყჳს, — ამისსა უმაღლესი და უდიდებულესი, უკუეთუ ბუნებით ღმერთმან და მეუფემან ჩემ მონისა უმადლოჲსათჳს არა სირცხჳლ იჩინა შემოსად ხატი მონისა უმადლოჲსა და განმარისხებელისაჲ, რომლითა ივნო ჩემთჳს. ამისთჳს, რომელი-იგი მან არა სირცხჳლ იჩინა თავს-დებად ჩემთჳს, მე ვითარ რაჲ შევჰრაცხო სიქადულად ჩემდა, თჳნიერ ჯუარცუმაჲ მისი, რომლითა ვცხოვნდი?

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ა იგინი არა სავსე არიან. ამისთჳს მოვიძაგნეთ იგინი და განვიშორნეთ. და შევიტკბოთ ჯუარი ქრისტესი და თაყუანის-ვცეთ, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი. რამეთუ ნეტარიცა პავლე ამით იქადოდა და იტყოდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა ქრისტჱსითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“. და თავადი უფალი ბრძანებს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ჴელ-ეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად“. ;

სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა

გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე-თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრ-ძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ.

რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა:

...ჴმითა ვღაღადებდეთ წინაშე წარმართთა და ყოვლისა სოფლისა და ვიტყოდით კადნიერად, ვითარმედ: სიქადულ ჩუენდა არს ჯუარი ქრისტესი და თავ ყოველთა კეთილთა და გჳრგჳნ ძლევისა და სამკაულ სიკეთისა მის საუკუნოჲსა.

მსუროდა, უკუეთუმცა ძალ-მედვა, პავლეს თანა ღაღადებად: „რომლისათჳს სოფელი ჩემდა ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“, გარნა ვერ ძალ-მიც ამისა თქუმად, რამეთუ თითოსახეთა ვნებათაგან შეპყრობილ ვარ. რამეთუ ესე სიტყუაჲ მათ შუენის, რომელთა უარ-უყოფიან სრულიად საქმენი სოფლისანი და მოუკუდინებიან თავნი თჳსნი ყოველთაგან ვნება-თა მისთა.

ამისთჳს გამცნებ თქუენ, ძმანო, და პირველ თქუენსა თავსა ჩემსა ვეტყჳ: ჯუარს-ვაცუნეთ და მოვაკუდინნეთ თავნი ჩუენნი სოფლისაგან და ნუმცა რაჲ გუაქუს ზიარებაჲ საქმეთა თანა ქუეყანისათა, ცუდთა მათ და წარმავალთა, არამედ მამულისა მის მიმართ ზეცათაჲსა გუსუროდენ და დიდებისა მის წარუვალისა და კეთილთა მათ მიუთხრობელ-თა, რამეთუ მჴედარნი ვართ მეუფისა მის ზეცათაჲსა და საჭურველი სულიერი გუმოსიეს. რაჲსათჳს უკუე აღვირჩევთ საქმესა ვაჭართა და ღჳნისმოფარდულთასა, უფროჲსღა მატლთა და ქუემძრომელთა ჭიათასა, და ვიქცევით თიჴასა შინა და მწჳრესა ღორთაებრ? ჯერ-იყო ჩუენდა, რაჲთამცა ზეცას ვიყვენით საქმითა და გონებითა, სადა-იგი არს მეუფე ჩუენი ქრისტე, რამეთუ ს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (12,40).:

...დილისა მისისაჲ, და ესრეთ აღდგომაჲცა უეჭუელ იქმნას. ამისთჳს ყოველსა ადგილსა სიკუდილსა მისსა ვქადაგებთ საიდუმლოთა ზედა ჟამისწირვისათა და ნათლის-ცემასა და სხუასა ყოველსავე ქადაგებასა ჩუენსა. ამისთჳს პავლეცა იტყოდა ბრწყინვალითა ჴმითა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“. ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ეგრეთ ყოფად არს შემდგომი საქმე მათი, ვითარცა მაშინ ნინეველთა, რომელნი მოიქცეს სინანულად და გარეწარაქციეს რისხვაჲ ღმრთისაჲ, არამედ რაჲთა საცნაურ-ყოს უკეთურთა მათ ჰურიათა უნანელობაჲ და მათ ზედა მომავალისა რისხვისა სამართლად მოსლვაჲ, ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი მონაჲ იყო და მე - მეუფე; იგი ვეშაპისაგან განერა, და მე მკუდრეთით აღვდგე; იგი დაქცევასა ქადაგებდა, და მე სასუფეველსა ვახარებ; მათ თჳნიერ სასწაულთასა ჰრწმენა, და მე სასწაულნი ესოდენნი ვაჩუენენ; მათ მცირედნი ესმნეს სიტყუანი, და მე ესოდენნი ესე სწავლანი შევჰმზადენ; იგი მსახურებისა აღსრულებად მივიდა, და მე უფალი ყოველ-თაჲ და შემოქმედი მოვედ არა ბრალთა...

სრულად ნახვა