თარგმანი: არათუ მოწყინებით გარემიაქცევს შრომათა, რომელმან-იგი ქრისტესთჳს უფროჲს ყოველთა მოციქულთასა აღირჩია დაშრომაჲ, არამედ მოწაფეთა თჳსთა ასწავებს, ვითარმედ შჯულთა, ჩემ მიერ თქუენდა ქადაგებულისა სახარებისათა, არცაღა შემატებად თავს-ვიდებ, არცა მოკლებად, რამეთუ მე სხუაჲ რაჲმე ნამეტავად და უჴმრად შრომად შემირაცხიეს, გარეშე ამათსა, რომელ არიან ჭირნი და ღუაწლნი და წყლულებანი, რომელნი შემემთხუევიან დღითი-დღე სახარებისათჳს ქრისტესისა, რომელნი-იგი მიგუმერენ ვითარცა კიცუსა, მალე-მორბედ ყოფად ქადაგებასა შინა, და რომელთა არა ხოლო მოთმინებით თავს-ვისხამ, არამედ სურვილით და წადიერებით მიტჳრთვან და მიმომაქუან, განცხადებულად აღსანიშნველად მჴედრობისა ამის ჩემისა, ვითარმედ თავსმდებელ ვარ წყლულებათა, და ვიდრე სისხლთამდე არა კაცთმოთნე ვარ; რამეთუ კაცთაღა-თუ-მცა სათნო-ვეყოფვოდე მიმოცვალებითა ქადაგებისაჲთა, რაჲსაღამცა ვიტანჯებოდე, ვითარცა მონაჲ ქრისტესი?
გალატელთა მიმართ 6:17
16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.
გალატელთა მიმართ თავი 6