მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:16

15. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.
გალატელთა მიმართ თავი 6
16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რავდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაჱლსა ზედა ღმრთისასა (6,16).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი ქრისტიანობასა ზედა შეურყეველად ეგნენ, და არღარა დააძუელონ ცოდვისა მიერ განახლებულებაჲ ესე ქრისტეს მიერი, არცა მის მიერ განთავისუფლებულნი კუალად შჯულსა მას ჰურიათასა დაემონნენ, ესევითართა მიეცემის მშჳდობაჲ იგი, რომლითა დამაგნა ღმერთმან თავსა თჳსსა, და წყალობაჲ, რომლითა მოგჳტევნა ცოდვანი ჩუენნი, რამეთუ სახელი ისრაჱლისაჲ მათ განეკუთნვის, რომელნი ახალდაბადებულ იყვნენ და სამართლად ეწოდების "ერ, მხედველ ღმრთისა". ხოლო ამისგან დაკლებულნი, დაღაცათუ იაკობისგანნი იყვნენ, არამედ განჴუებულვე არიან ისრაიტელობისაგან და თჳსებისაგანცა იაკობისსა.

ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დაცვა და სიტყვის სისწრაფე:

...„ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს“ (). აქ არც ის შეცდებოდა, ვინც იაკობსაც სულიერს უწოდებდა და ისრაელსაც, რომელსაც პავლეც იცნობს, როცა ამბობს: „მშვიდობა თქვენ და ღვთის ისრაელზე“ ()12.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. ძველი ქართული ბიბლიური ტექსტი ამ ციტატის ბერძნული ფორმით კორპუსში არ დადასტურდა; ციტატა ბერძნულიდან არის ნათარგმნი.
  2. ძველი ქართული ბიბლიური ტექსტი ამ ციტატის ბერძნული ფორმით კორპუსში არ დადასტურდა; კორპუსის ფორმა ნატეხების შედარებას არ გადმოსცემს, ამიტომ ციტატა ბერძნულიდან არის ნათარგმნი.
  3. ძველი ქართული ბიბლიური ტექსტი ამ ციტატის ბერძნული ფორმით კორპუსში არ დადასტურდა; ციტატა ბერძნულიდან არის ნათარგმნი. ...
სრულად ნახვა