...ღირსება, რომ შენც, თუ მოგიწევს ბოროტი დემონის ხაფანგში ჩავარდნა (ნუ მოგცეს ღმერთმა!), გყავდეს ადამიანები, მზად მყოფნი შენი დახმარებისა და ეშმაკის ხელიდან შენი გათავისუფლებისა. ასე პავლე, გალატელთა აღძვრას სურდა რა თავიანთ სხეულის ნაწილებზე მზრუნველობისკენ, ამბობს: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო" (). თითქოს ასე ამბობს: თუ უთანაგრძნობოდ და შეუბრალებლად გაუვლი ძმას, მაშინ, შეიძლება, როცა თავად დაეცემი, სხვაც ეგრეთვე ჩაგივლის. თუ კი არ გინდა ყურადღების გარეშე დარჩე, როცა მოგიწევს დაცემა, შენც ნუ უგულებელყოფ დაცემულებს, არამედ გამოუჩინე მათ ყოველგვარი სიყვარული და უდიდეს სიკეთედ მიიჩნიე ძმის გადარჩენის შესაძლებლობა. ვერაფერში ვერ იქნება ისეთი დიდი სათნოება, როგორც ამ საქმეში. მართლაც, მხოლოდ იფიქრე, რომ ის, ვისაც შენ უგულებელყოფ და ყურადღების გარეშე ტოვებ, შენი უფლისგან ისეთი პატივის ღირსად არის მიჩნეული, რომ მისთვის უარი არ უთქვამს თავისი სისხლის დათხევაზეც, როგორც პავლეც ამბობს: „და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა" (), — მაშინ როგორ არ დაიმალები სირცხვილისგან მიწაში? თუ მისთვის ქრისტემ თავისი სისხლიც კი დასთხია, მაშინ რა გან...
გალატელთა მიმართ 6:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ა იგინი არა სავსე არიან. ამისთჳს მოვიძაგნეთ იგინი და განვიშორნეთ. და შევიტკბოთ ჯუარი ქრისტესი და თაყუანის-ვცეთ, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი. რამეთუ ნეტარიცა პავლე ამით იქადოდა და იტყოდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა ქრისტჱსითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“. და თავადი უფალი ბრძანებს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ჴელ-ეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად“. ;
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა
გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე-თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრ-ძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ.
რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არ...
...ჴმითა ვღაღადებდეთ წინაშე წარმართთა და ყოვლისა სოფლისა და ვიტყოდით კადნიერად, ვითარმედ: სიქადულ ჩუენდა არს ჯუარი ქრისტესი და თავ ყოველთა კეთილთა და გჳრგჳნ ძლევისა და სამკაულ სიკეთისა მის საუკუნოჲსა.
მსუროდა, უკუეთუმცა ძალ-მედვა, პავლეს თანა ღაღადებად: „რომლისათჳს სოფელი ჩემდა ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“, გარნა ვერ ძალ-მიც ამისა თქუმად, რამეთუ თითოსახეთა ვნებათაგან შეპყრობილ ვარ. რამეთუ ესე სიტყუაჲ მათ შუენის, რომელთა უარ-უყოფიან სრულიად საქმენი სოფლისანი და მოუკუდინებიან თავნი თჳსნი ყოველთაგან ვნება-თა მისთა.
ამისთჳს გამცნებ თქუენ, ძმანო, და პირველ თქუენსა თავსა ჩემსა ვეტყჳ: ჯუარს-ვაცუნეთ და მოვაკუდინნეთ თავნი ჩუენნი სოფლისაგან და ნუმცა რაჲ გუაქუს ზიარებაჲ საქმეთა თანა ქუეყანისათა, ცუდთა მათ და წარმავალთა, არამედ მამულისა მის მიმართ ზეცათაჲსა გუსუროდენ და დიდებისა მის წარუვალისა და კეთილთა მათ მიუთხრობელ-თა, რამეთუ მჴედარნი ვართ მეუფისა მის ზეცათაჲსა და საჭურველი სულიერი გუმოსიეს. რაჲსათჳს უკუე აღვირჩევთ საქმესა ვაჭართა და ღჳნისმოფარდულთასა, უფროჲსღა მატლთა და ქუემძრომელთა ჭიათასა, და ვიქცევით თიჴასა შინა და მწჳრესა ღორთაებრ? ჯერ-იყო ჩუენდა, რაჲთამცა ზეცას ვიყვენით საქმითა და გონებითა, სადა-იგი არს მეუფე ჩუენი ქრისტე, რამეთუ ს...
...დილისა მისისაჲ, და ესრეთ აღდგომაჲცა უეჭუელ იქმნას. ამისთჳს ყოველსა ადგილსა სიკუდილსა მისსა ვქადაგებთ საიდუმლოთა ზედა ჟამისწირვისათა და ნათლის-ცემასა და სხუასა ყოველსავე ქადაგებასა ჩუენსა. ამისთჳს პავლეცა იტყოდა ბრწყინვალითა ჴმითა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“. ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ეგრეთ ყოფად არს შემდგომი საქმე მათი, ვითარცა მაშინ ნინეველთა, რომელნი მოიქცეს სინანულად და გარეწარაქციეს რისხვაჲ ღმრთისაჲ, არამედ რაჲთა საცნაურ-ყოს უკეთურთა მათ ჰურიათა უნანელობაჲ და მათ ზედა მომავალისა რისხვისა სამართლად მოსლვაჲ, ამისთჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა“ (12,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი მონაჲ იყო და მე - მეუფე; იგი ვეშაპისაგან განერა, და მე მკუდრეთით აღვდგე; იგი დაქცევასა ქადაგებდა, და მე სასუფეველსა ვახარებ; მათ თჳნიერ სასწაულთასა ჰრწმენა, და მე სასწაულნი ესოდენნი ვაჩუენენ; მათ მცირედნი ესმნეს სიტყუანი, და მე ესოდენნი ესე სწავლანი შევჰმზადენ; იგი მსახურებისა აღსრულებად მივიდა, და მე უფალი ყოველ-თაჲ და შემოქმედი მოვედ არა ბრალთა...