იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).
თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია...