თარგმანი: არარას დაიდებდა პავლე გულსა საქმედ თჳნიერ რაჲ-იგი სთნავს სულსა წმიდასა. ამისთჳს წარსლვისა რაჲ ჰამბვითა შეაწუხნა მორწმუნენი იგი ასიაჲსანი, კუალად წინაჲსწარმეტყუელებითა ნუგეშინის-სცა წინაუწყებითა ჰრომს წარსლვისა თჳსისაჲთა. და ვითარმედ წარ-რაჲ-ვიდოდის ჰრომედ, კუალად იხილავს მათ. ესრეთ წინა-განმზადნა მაკედონელნი მოლოდებად მისლვისა თჳსისა მივლინებითა მათდა ტიმოთესითა და ერასტოჲსითა, რომლისათჳს მისწერს ებისტოლეთა შინა თჳსთა. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ; ხოლო თჳთ და-ვე-ღა-ადგრების ასიას შინა, რამეთუ მუნ იყო მძლავრებაჲ ფილოსოფოსთა სიმრავლისაჲ, რომელთასა მრჩობლ ეშმაკეულებასა ვერვინ სხუაჲ ეგრეთ განაქარვებდა, ვითარ დიდებული მოციქული პავლე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:21
20. და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.22. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19