მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:28

27. და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს.28. მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!29. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
28. მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა, და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარხოს მაკედონელნი პავლეს თანა წარსრულნი (19,28-29).:

თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს შფოთსა მოციქულისათჳს, ვინაჲცა ხილვად მისსა მისრულნი იგი მაკედონიით არისტარხოს და გაიოს თანა-წარითრინეს, მიყვანებად იგინი სამშჯავროსა. ამის გაიოჲსთჳს დასწერს მოციქული: გიკითხავს თქუენ გაიოს მოსტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, რამეთუ არა ხოლო მოციქულსა, არამედ ყოველსა შესაკრებელსა მორწმუნეთასა ისტუმრებდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის