თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიისა ჴმასა უსმ იქმნნეს მეშფოთენი იგი, ამისთჳს მწიგნობარმან დააცხრვო შფოთი მათი. მწიგნობარ უწოდდეს სამშჯავროთა შინა ეფესოჲსათა მყოფსა წარმკითხველსა ერისა წიგნებისასა, რომელმან კადნიერებით და ჴელოვნებით იწყო სიტყუად ერისა, ვითარმედ: რაჲსა, ვითარცა უცხოსა რასმე და უცნაურსა საქმესა, ჰღაღადებთ; ვინ უმეცარ არს კაცთაგანი ქალაქისა ამის ჩუენისათჳს, ვითარმედ ყოველნი არტემის და დიოპეტის მსახურ არიან, რომელი-ესე უცილობელ არს. არტემი ასული იყო ლიტოჲსი და დიოჲსი, რომელსა წარმართნი დიოპეტით უწოდდეს, ესე იგი არს დიოჲს გარდმოფრინვებული. და კუალად სხუანი იტყჳან, ვითარმედ სხუა იყო კერპი არტემისი და თჳსაგან სხუა კერპი პალლადისი, რომელსა დიოპეტედ უწოდდეს, რამეთუ ჴელოვანთა მათ, რომელთა შექმნიან კერპი ესე, ღონე-ყვიან მისთჳს, რაჲთა არავინ ვითარცა ჴელითქმნული შეურაცხ-ყოს. ამისთჳს ზღაპრობდიან, ვითარმედ ზეცით გარდმოფრინვებულ არს და არა კაცთა მიერ შექმნულ არს, ვინაჲცა ეფესელნი ორთა კერპთა ჰმსახურებდეს — არტემისსა და პალლადისსა და ორთავე დიოპეტიდ უწოდდეს, ვითარმედ არა ჴელით ქმნულ არიან, არამედ ზეცით დიოჲსგან გარდმოფრინვებულ; რამეთუ დიო...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:36
35. დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი?36. და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით.37. რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19