მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:13

12. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა.13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს.14. იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).

თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია ეფესოდ, უწყოდა საქმე მუნ დამთხუეულთაჲ მათ, არამედ თჳთ მათ კითხვით გზა-უყოფს აღსაარებად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ უწყოდინ რაჲმე მოძღუართა ბრალი მოწაფეთაჲ, ნუვე უთხრობენ მათ, არამედ კითხვით გამოჰკითხედ, რაჲთა თჳთ აღიარონ და უმეტესი მადლი აქუნდეს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ფრიად განყოფილ იყვნეს ესენი აპოლოჲსგან, რამეთუ მას ესე ოდენ აკლდა, რომელ სხუაჲ ნათლისცემაჲ. არა იცოდა თჳნიერ იოვანესსა, ხოლო სხჳთ ყოვლით კერძო ძლიერ იყო ქადაგებითა ქრისტესითა და მჴურვალებითა სულისაჲთა. ამისთჳს არა ეჴმარა მას ნათლისცემაჲ სხუაჲ თჳნიერ უსრულესად განსწავლაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის