მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:34

33. ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის.34. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!35. დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
34. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი, ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე; ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! (19,33-34).:

თარგმანი: ჰურიათა წარმოადგინეს ალექსანდრე, რაჲთა დააცხრვოს შფოთი ერისაჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. ხოლო წარმართთა იხილეს რაჲ იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, არცა ერთი სიტყუათა მისთაგანი მიითუალეს, არამედ მითვე შფოთებითა მასვე ჴმასა ღაღადებდეს. რამეთუ ორი წელიწადი დაეყო მათ შორის პავდეს და ჯერეთ ესიდენნი ერნი დაშთომილ იყვნეს კერპთმსახურებასა შინა, ვიდრეღა დაუპყრობელ იყო სიმრავლე მათი, მიდევნებული ეშმაკთაჲ, რამეთუ დიდ იყო საცთური ქალაქისა მის ეფესელთაჲსაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის