მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:2

1. იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი2. და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს.3. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
2. და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).:

თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია ეფესოდ, უწყოდა საქმე მუნ დამთხუეულთაჲ მათ, არამედ თჳთ მათ კითხვით გზა-უყოფს აღსაარებად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ უწყოდინ რაჲმე მოძღუართა ბრალი მოწაფეთაჲ, ნუვე უთხრობენ მათ, არამედ კითხვით გამოჰკითხედ, რაჲთა თჳთ აღიარონ და უმეტესი მადლი აქუნდეს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ფრიად განყოფილ იყვნეს ესენი აპოლოჲსგან, რამეთუ მას ესე ოდენ აკლდა, რომელ სხუაჲ ნათლისცემაჲ. არა იცოდა თჳნიერ იოვანესსა, ხოლო სხჳთ ყოვლით კერძო ძლიერ იყო ქადაგებითა ქრისტესითა და მჴურვალებითა სულისაჲთა. ამისთჳს არა ეჴმარა მას ნათლისცემაჲ სხუაჲ თჳნიერ უსრულესად განსწავლაჲ აკჳლაჲსგან და პრისკილაჲსგან. ხოლო ამათ არცაღა იესუ იცოდეს, დაღაცათუ პავლე სულისა წმიდისა ოდენ უმეცრებაჲ აღსაარებად სცა. ხოლო საძიებელ არს თუ ვინაჲ იყვნეს ეფესოს იოვანეს ნათლისცემითა ნათელღებულნი; ნუ-უკუე და იერუსალემს წარსრულ იყვნეს და მუნ ნათელ-ეღო იოვანესგან და კუალად მიერ მოქცეულ იყენეს ეფესოდ და არღარაჲ უმეტესი ესწავა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა“ (1,33).:

...ს ღმრთისაჲ და არა ეჴმარების ნათლის-ღებაჲ, და ვითარმედ საქმე სულისა წმიდისა გარდამოსლვისაჲ ამისთჳს იქმნა, რაჲთამცა ოდენ ქრისტე საცნაურ-ყო, რამე-თუ შეუძლებელ იყო იოვანეს მიერ მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ; და ამას გამოაჩინებენ მის მიერ ნათელღებულნი იგი, რომელნი იტყოდეს, ვი-თარმედ: „არცაღა, თუ არს სული წმიდაჲ, გუასმიეს“. და საცნაურ არს, ვითარმედ არა ეჴმარებოდა ქრისტეს ნათლის-ღებაჲ, არამედ უფროჲს ნათლის-ღებასა ეჴმარებოდა ძალი ქრისტესი, რამეთუ ესე ოდენ აკლდა, - თავი ყოველთა კეთილთაჲ, - რაჲთამცა სულსა წმიდასა ღირს ექმნებოდა ნათელღებული იგი. და ესე სულისა წმიდისა მოღებაჲ შესძინა ქრისტემან მოსლვითა თჳსითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე წყლითა ნათლის-ცემად, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“ (1,32-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზედაჲსზედა იტყჳს ამას სიტყუასა, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი“. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ამას? გარნა ამისთჳს, რამე-თუ ნათესავი იყო მისი ჴორციელად, ვითარცა...

სრულად ნახვა