თარგმანი: არარას დაიდებდა პავლე გულსა საქმედ თჳნიერ რაჲ-იგი სთნავს სულსა წმიდასა. ამისთჳს წარსლვისა რაჲ ჰამბვითა შეაწუხნა მორწმუნენი იგი ასიაჲსანი, კუალად წინაჲსწარმეტყუელებითა ნუგეშინის-სცა წინაუწყებითა ჰრომს წარსლვისა თჳსისაჲთა. და ვითარმედ წარ-რაჲ-ვიდოდის ჰრომედ, კუალად იხილავს მათ. ესრეთ წინა-განმზადნა მაკედონელნი მოლოდებად მისლვისა თჳსისა მივლინებითა მათდა ტიმოთესითა და ერასტოჲსითა, რომლისათჳს მისწერს ებისტოლეთა შინა თჳსთა. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ; ხოლო თჳთ და-ვე-ღა-ადგრების ასიას შინა, რამეთუ მუნ იყო მძლავრებაჲ ფილოსოფოსთა სიმრავლისაჲ, რომელთასა მრჩობლ ეშმაკეულებასა ვერვინ სხუაჲ ეგრეთ განაქარვებდა, ვითარ დიდებული მოციქული პავლე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:22
21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.22. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.23. იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19