...სა, აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი“** (). რას ნიშნავს: „აკურთხა“? ამბობს: უთვალავი სიკეთით აღავსო. რადგან ადამიანიც აკურთხებს ღმერთს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (). მაგრამ ვინც ღმერთს აკურთხებს, თვითონვე იგებს: საკუთარ თავს უფრო ბრწყინვალეს ხდის და მას არაფერს ანიჭებს; ხოლო როცა ღმერთი აკურთხებს, ჩვენ გვხდის უფრო ბრწყინვალეთ, თვითონ კი არაფერს იძენს. რადგან საღვთო ბუნება არაფერს საჭიროებს; ამიტომ ორივე მხრივ სარგებელი ჩვენია. და როგორ აკურთხა ისინი? პური მისცა მათ ზეციდან, წყალი კლდიდან აწვიმა, მათი შესვლანი და გამოსვლანი დაიცვა, მათი საქონელი და ფარები გაამრავლა, საკუთარ ხალხად და სამეფო სამღვდელოებად უწოდა, რჯული მისცა და წინასწარმეტყველნი მოუვლინა. ამას სხვაგანაც ქადაგებს და ამბობს: „არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ“ (). სხვაც ამბობს: **„რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალ...