მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 102:11

10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა;12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი.
ფსალმუნნი თავი 102
11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა“** (). და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა საშიში იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის საშიში? მტრებისთვის, შეთქმულთათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის.

და კვლავ რას ნიშნავს: „შენი სახელის გამო“? იმას, რომ თუმცა ცოდვილი ვარ და ურიცხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...ამრიგად, ან იმას ამბობს, რომ ანგელოზებიც გალობენ, ან სურს ამ მოვლენის სიდიადე წარმოაჩინოს.

რადგან, როდესაც წერილს რაიმე დიდზე სურს ლაპარაკი, ამ სტიქიონთა შორის დაშორებას ასახელებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ამრიგად, აქ იგი მომხდარით არის განცვიფრებული: რამდენად დიდია ყოველივე ეს. რამდენად აღმატებულია; რადგან ყოველივეზე დაბლა მდგომი ბუნება ყოველივეზე მაღლა დაადგინა. „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ჩვილთა ბაგით ძლიერება დააფუძნე“. სხვა კი ამბობს: „ძალა შეადგინე“. ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: შენი ძლიერება სწორედ ამით აჩვენე ყვ...

სრულად ნახვა