მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 102:15

14. რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ.15. კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს;16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
ფსალმუნნი თავი 102
15. კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...სენი?

უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?

უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.

ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.

ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.

აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და...

სრულად ნახვა