...5 და დავითიც კვლავ ამბობს: „ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა“ (). „აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი“ (). და იერემიაც: „ეს არის ჩვენი ღმერთი; სხვა არ შეირაცხება მის გვერდით“ ()6. „მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ“ ().
მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ თქვას: თუ დანარჩენ ადამიანებს არ გამოუცხადა, როგორ სჯის მათ? რომ ის სჯის როგორც რჯულამდე მცხოვრებთ, ისე ყველგან, მთელ მსოფლიოში, შემცოდეებს, ცხადია იმ სიტყვებიდან, რომლებსაც ქრისტე ამბობს: „დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა“ და **„დასაჯოს ი...