...სენი?
უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?
უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.
ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.
ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.
აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და...