მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 102:4

3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი;4. რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
ფსალმუნნი თავი 102
4. რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმერთით კვეხნა და მართლის გვირგვინი:

...რადგან რა არის იმ კაცზე უფრო ძლიერი, ან რა არის იმაზე უფრო მშვენიერი, ვინც ზეგარდამო მარჯვენით არის შემოზღუდული? ეს გვირგვინი წყალობისგანაც იწნება, როგორც იგივე დავითი სხვაგან ამბობს: „გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა“ (). იგივე გვირგვინი სიმართლისგანაც არის, როგორც პავლე ამბობს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი“ (). არსებობს მადლის გვირგვინიც, როგორც სხვა ამბობს: „რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ“ ().

არსებობს დიდების გვირგვინიც, როგორც ესაია ამბობს: „გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა“ (). რადგან ეს გვირგვინი ყოველივე ამას შეიცავს: კაცთმოყვარეობას, სიმართლეს, მადლს, დიდებასა და შვენიერებას. ეს ღვთის ნიჭია, მრავალსახოვანი მადლის მომტანი....

სრულად ნახვა