1.გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.2.და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული.3.რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა.4.ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს,5.ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ.6.ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა,7.გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით;8.გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით,9.სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა;10.ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით;11.სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;12.სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით;13.საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით;14.აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;15.გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა;16.და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით17.და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.18.უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.19.ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.20.არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა.21.ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.
პავლესი: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის (12,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისათჳს, რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ: რომელი არა მდაბალ იყოს, არცა სიწმიდე აქუს.
პავლესი: ეცით ადგილი რისხვასა (12,19).
თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს? — გარნა ღმრთისასა! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ბოროტი ვინმე გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, რამეთუ უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური, და...
გლოცავ თქვენ, ძმაო, ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას,არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა,რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი,კეთილი, სათნო და სრული (რომაელთა 12, 2).
დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რისთვის იცვალა იესო ქრისტემ ფერი? რისთვის გამოიჩინა მან დღეს თვისი ღვთაებრივი დიდება წინაშე მოწაფეთა? მისთვის, რათა გვაჩვენოს ჩვენ ის დიდება, ის სახე და მდგომარეობა, რომელიც მიეცემა ყოველსა...
...იება. მაშ, შენი ცხოვრება ისეთი იყოს, რომ შენი მეუფე კეთილად მოიხსენიებოდეს, და ამით სრულყოფილ მსხვერპლს შეწირავ.ამავე მსხვერპლს პავლეც ეძიებს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა“ ().და სხვა ადგილას კვლავ იგივე წინასწარმეტყველი ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ ()ასე სწირავდა იობიც იმ ბუნებაზე აღმატებული დარტყმების შემდეგ: მადლობდა და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.“ ()და კიდევ: „და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი“ ().აქ ვედრებებს გულისხმობს, რათა ლოცვაში განუწყვეტლივ ვიდგეთ და, რაც კი...
...აქებას უბრძანებდა, ასევე ჩვენ გვიბრძანებს, სხეულის ყველა ასოთი ვუგალობოთ ღმერთს: თვალით, ენით, სმენითა და ხელით. ამასვე პავლეც ცხადყოფს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ ().თვალიც აქებს, როცა უწესოდ არ უყურებს; ენაც, როცა ფსალმუნებს გალობს; სმენაც, როცა ბოროტ სიმღერებსა და მოყვასის წინააღმდეგ ბრალდებებს არ იღებს; გონებაც, როცა ხრიკებს არ ქსოვს, არამედ სიყვარულს აღმოადენს; ფეხებიც, როცა ბოროტებისკენ კი არ გარბიან, არამედ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად მიემართებიან; ხელებიც, როცა მიტაცებისკენ, მომხვეჭელობისა და დარტყმებისკენ კი არ იწვდიან, არამედ მოწყალებისა და უსამართლოდ ჩაგრულთა დაცვისკენ.
მაშინ ადამიანი თანხმიერ ქნარად იქცევა და ღმერთს ყოვლად შეთანხმებულ, სულიერ საგალობელს აღუვლენს.ის საკრავებიც მაშინ სწორედ ამის გამო იყო დაშვებული: იუდეველთა უძლურების გამო და იმისთვისაც, რომ იუდეველები სიყვარულსა და თანხმობაში შეეყვანა, მათი გონება აღეძრა, რათა სიამით ეკეთებინათ ის, რაც სარგებელს იძ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).:
...ამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა...