1.ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.2.სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა.3.ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად.4.მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.5.და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.6.და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.7.ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე.8.არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.9.არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა;10.რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ;11.ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.12.ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?14.შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.15.და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე.16.ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა?17.შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.18.იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი.19.პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა.20.შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.21.ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.22.გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა.23.მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.
...ისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.“** (; ; ; ; ). და თუნდაც ამის გამო ათიათასჯერ გაღიზიანდეთ, მე ამის თქმას არ შევწყვეტ.რადგან თუ წინასწარმეტყველნი, ქვებით რომ იქოლებოდნენ, არ დუმდნენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ მტრობის ატანა და არა ის, რომ თქვენი გულის მოსაგებად ვილაპარაკოთ, რათა არ მოხდეს, რომ თქვენ მოგატყუოთ და თვითონვე გავიპოთ ორად.
იქ ტანჯვა უკვდავია და უნუგეშო; დამცველი არავინ იქნება.ამბობს: „ვინ შეიწყალებს გველისაგან დაკბენილ შემლოცველს?“ ()3...
...(). ორმოცდამეცხრე ფსალმუნი მთლიანად ამ ადგილს ჰგავს: სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებს ქსოვს.რადგან ფსალმუნში ნათქვამს: „მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა“ (), უთანაბრდება ეს: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა“ (); და მომდევნოც ასეთივეა.როგორც დავითი ამბობს: „არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის“ (), ასევე ესაიაც ამბობს: „რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი“ ().და კვლავ, დავითი ამბობს: „არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა“ (); ესაია კი: „ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს“ ()....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:
...ენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, „რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.
არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან, და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიადდასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხილეს მეუფჱ იგი მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ შეხუეული სახუეველითა, ყრმაჲ ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, იხილეს და ჰრწმენა და თაყუანის-სცეს და შეწირეს ძღუენი რჩეული. მერმე არღარა სახითა ვარსკულავისაჲთა ეტყოდა, არამედ ანგელოზი მოუვლინა მათ, რომელი უძღოდა გზასა...