მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:20

19. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა.20. შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
ფსალმუნნი თავი 49
20. შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ფსალმ 100:5). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: „შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური" (). თუ ჩვენს ყოველ სხეულის ნაწილს ასე მოვიზღუდავთ, მაშინ შევძლებთ მხნედ კეთილ საქმეებს მივეშუროთ: ენა ღვთის განდიდებასა და საგალობლებში ვივარჯიშოთ; სმენა — ღვთის სიტყვის მოსმენასა და შესწავლაში; გონება — სულიერ საგნებზე ფიქრში; ხელები — არა ტაცებასა და მრავალმოხვეჭაში, არამედ მოწყალებასა და კეთილ საქმეთა კეთებაში; ფეხები — (სიარულში) არა თეატრებში, სასარბიელოებსა და მავნე სანახაობებში, არამედ ეკლესიაში, სალოცავ სახლებსა და წმიდა მოწამეთა საფლავებთან, რათა მათი კურთხევის მიღებით, ეშმაკის მახეებისგან ხელმიუწვდომელნი გავხდეთ. თუ ასე ვიზრუნებთ და ვიღვაწებთ ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ მარხვისგანაც სარგებელს მივიღებთ, ეშმაკის მზაკვრობას ავცდებით და ზეციდან დიდ კეთილგანწყობას მოვიზიდავთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა