მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:21

20. შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.22. გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა.
ფსალმუნნი თავი 49
21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ს იგი.

„არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა“ (). ესე იგი, აღარ ვიქნები სულგრძელი. იგივეა დავითის მიერ ნათქვამიც: „ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე;“ (). „ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი“ (). აქედან ცხადია, რომ ლოცვას არავითარი სარგებელი არა აქვს, თუნდაც ხანგრძლივი იყოს, როცა მლოცველი ცოდვებში რჩება. რადგან არაფერია სათნოებისა და საქმეებიდან გამომავალი ხმის თანასწორი. რადგან ამბობს: „რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე“ (), ესე იგი, მკვლელობის მოქმედნი; მაგრამ „მკვლელობის მოქმედნი“ კი არ თქვა, არამედ „სისხლით სავსე“, რითაც აჩვენა, რომ ცოდვას ჩვევად აქცევდნენ და ყველგან გაძლიერებით სჩადიოდნენ.

6.

ღმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა:

...უკუეთუ რომელმანიგი უდარჱსი შეწირა, განარისხა, რომელი სხჳსასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსა? რამეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა მოტაცებაჲ გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ-მცემა? „ჰგონებ სამე, უშჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო? აწ გამხილნე და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი“.

გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩუენგანისა ამის ჴმისაჲ, არამედ რაჲთა მოწყალებაჲ წმიდაჲ ვქმნეთ და საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა