მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:23

22. გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა.23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.
ფსალმუნნი თავი 49
23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...ფსალმ 112:1).

1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება

წერილებში ამ ქებათა შესახებ ვრცელი სიტყვაა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ გარკვეული მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი“ (). ამას წმინდა წიგნებიც მრავალგან გვიბრძანებენ და ცხონებულნიც დიდ სამადლობელთა ნაცვლად ამას სწირავენ. და რა სიძნელე აქვს ამას? ამბობს ვინმე: ვისთვის არ არის ადვილი, თუნდაც უბრალო ადამიანთაგან, ამის აღსრულება და ღვთის ქება? თუ ზედმიწევნით შეიცნობ, საქმეში არსებულ შრომასაც დაინახავ და მისგან მომდინარე სარგებელსაც. უპირველესად, ასეთი საგალობელი მართალთაგან მოითხოვება და საჭიროა, ადამიანმა ჯერ ცხოვრება გამოასწოროს და მერე ასე უგალობოს ღმერთს. რადგან „არ არის მშვენიერი ქება ცოდვილის პირში“ ()....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...იქმნენით“** (), ასევე დავითმაც, როცა თქვა: „გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“ (), შემდეგ დაურთო: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (). „ქებაში" კი გულისხმობს საქმით აღვლენილ დიდებისმეტყველებასა და ღმერთის შეცნობას. ხოლო რათა, როცა მოისმენდნენ „განიბანენით, წმიდა იქმნენით“ (), არ ეფიქრათ ჩვეულებრივ განწმენდებზე, დაურთო: „მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა“ ().

ამით სათნოების სიადვილე და არჩევანის თავისუფლება აჩვენა: ცვლილება მათზე იყო დამოკიდებული. „ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ“ (). ასე, დიდი ბოროტების გამო, სათნოების ცოდნაც კი განედევნათ. ასევე ამბობს დავით წინასწარმეტყველიც: **...

სრულად ნახვა