მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:4

3. ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად.4. მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.5. და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
ფსალმუნნი თავი 49
4. მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...(). ორმოცდამეცხრე ფსალმუნი მთლიანად ამ ადგილს ჰგავს: სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებს ქსოვს. რადგან ფსალმუნში ნათქვამს: „მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა“ (), უთანაბრდება ეს: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა“ (); და მომდევნოც ასეთივეა. როგორც დავითი ამბობს: „არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის“ (), ასევე ესაიაც ამბობს: „რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი“ (). და კვლავ, დავითი ამბობს: „არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა“ (); ესაია კი: „ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს“ ()....

სრულად ნახვა