1.დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი2.ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.3.ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.4.პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმის-ყოფასა.5.მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი.6.რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?7.რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან,8.ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისა.9.და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე,10.და ცხოვნდეს სრულიად.11.არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.12.და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.13.კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.14.ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.15.ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.16.ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.17.ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა;18.რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა.19.რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.20.შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.21.კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება
1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1):
...მცა ვინანებთ, მაგრამ უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მივიღებთ. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" ()? და კიდევ: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან?" ()? არავინ, ამბობს, იქ ვეღარ იხსნის ადამიანს, საკუთარი უზრუნველობით დაღუპულს, თუნდაც ძმა იყოს, თუნდაც მამა ან დედა. და რას ვამბობ: ძმა, მამა და დედა? თავად მართლებიც კი, რომლებმაც დიდი კადნიერება მოიპოვეს ღვთის წინაშე, მაშინ ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას, თუ ახლა უზრუნველობას მივეცემით. თუ, ნათქვამია, ნოე, იობი და დანიელი დადგნენ, ძეთა და ასულთა თვისთა ვერ იხსნიანო (იეზ 14:18). შენიშნე ამ მუქარის ძალა, — და ის, რა მართლები წარმოადგინა წერილმა მაგალითად. სწორედ ამ მართლებმა თავის დროზე სხვებისთვის ცხონების შუამავლებად იმსახურეს: ისე, ნოემ, როცა საშინელმა წარღვნამ ქვეყნიერება დაფარა, თავისი ცოლი და ძეები გადაარჩინა; ამგვარადვე იობი სხვებისთვის ცხონების მიზეზი იყო; ხოლო დანიელმა ბევრი იხსნა სიკვდილისგან, როცა სასტიკმა მბრძანებელმა ნაბუქოდონოსორმა, ზებუნებრივ მოვლენებს რომ იკვლევდა, ქალდეველთა, მოგვთა და მისანთა მოკვლა ბრძანა (...
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:
...ვემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი დიოდის საშინელითა ოხრითა წინაშე საყდრისა მის დიდებულისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, არღარავინ იჴსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმანი, ვითარცა თჳთ წინაჲსწარმეტყუელნი ღაღადებენ; რამეთუ დავით იტყჳს: „ძმამან ვერ იჴსნას, კაცმან იჴსნასა?“ ხოლო ეზეკიელ ამისა უმეტესიცა თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ დადგენ ნოე, იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იჴსნნენ“. რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნაჲ არს ჩუენი, - საქმეთა ჩუენთა მიერ კეთილთა, - და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუაჲ არარაჲ ეპოების მას.
ამას უკუე ვიჴსენებდეთ მარადის და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...იდისა სათნოებისაჲ, ვითარ ჩუენგანნი მრავალნი განსამართლებელად თავისა თჳსისა იტყჳან თჳსებასა და ძმობასა ანუ შვილებასა კაცთა მარ-თალთასა? არამედ არარაჲ ამის ესევითარისა გულისსიტყჳსაგან გუერგების ჩუენ, უკუეთუ არა ვიღუაწოთ აღსრულებად მცნებათა. ამისთჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნასა იგი კაცმან?“ ვერვინ გჳჴსნის, უკუეთუ ჩუენცა არა გუაქუნდეს ნაყოფი სინანულისაჲ, არცა თუ მოსე იყოს, გინა სამოელ, გინა იერემია. და ისმინე, რაჲ მიუგო უფალმან იერემიას: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს“, რამეთუ არა ვისმინო შენი; და რად გიკჳრს, უკუეთუ შენი არა მესმის? დაღაცათუ მოსე ანუ სამოელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი; ; (14,11); (15,1) დაღაცათუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის...