მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 48:1

1. დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი2. ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.
ფსალმუნნი თავი 48
1. დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წერილი როგორც სულიერი წამალი:

...შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა»** (), და კიდევ: «ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა» (). კიდევ სხვა დარდობს, სხვებისგან შეურაცხყოფასა და ცილისწამებას იტანს და ცხოვრებას აუტანლად მიიჩნევს, რადგან არსაიდან ადამიანურ დახმარებას ვერ იღებს; მაგრამ ისიც იმავე ნეტარი წინასწარმეტყველისგან ისწავლის, რომ ასეთ გარემოებებში ადამიანურ დახმარებას არ მიმართოს, მისი სიტყვების მოსმენით: ისინი «სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ» ()

ხედავ, სად ეძებს დახმარებას? სხვები, ამბობს, ვერაგობას, ცილისწამებასა და მზაკვრობას აგებენ; ხოლო მე შეურყეველ კედელს მივმართავ, სანდო ღუზას, მშვიდ ნავსაყუდელს — ლოცვას, რომლის მეშვეობითაც ყოველი ჩემთვის ძნელი მსუბუქი და ადვილი ხდება. კიდევ სხვა უგულებელყოფასა და ზიზღს ითმენს მათგან, რომლებიც ადრე ემსახურებოდნენ, მეგობრებმა მიატოვეს, და ეს ძლიერ აწუხებს და აღელვებს მის სულს; მაგრამ ისიც, თუ ინებებს აქ მოსვლას, მოისმენს იმავე ნეტარი...

სრულად ნახვა
საუბარი 12. „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა" (დაბ 2:4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სტიქიონთა მორჩილება და ადამიანის ვნებები:

..."** (); ხან ცხენებს, ავხორცობისთვის: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა" (); ხან სახედრებს, უგუნურებისა და სისულელისთვის: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (); ხან ლომებსა და ავაზებს, ხარბობისა და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუბრუნდნენ, თავიანთ ძმებთან შერიგდნენ და ღვთის სჯულს უპირატესობა მიანიჭონ იმ ვნებებზე, რომელთაც უზრუნველობით მიეცნენ.

4. ადამიანის შექმნა მტვრისგან (2:7)

არ ვიცი, სიტყვის დინებამ როგორ მიგვიტაცა აქეთ. დავუბრუნდეთ, ბოლოსდაბოლოს, საგანს და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლება სურს ჩვენთვის დღეს ამ ნეტარ წინასწარმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...რს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა თაყუანისცემაჲ უფლისაჲ მოგუთა თანა და დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა, რამეთუ მოიწია ჟამი განახლებისა მათისაჲ და გამოჴსნისაჲ ცოდვათაგან; რამეთუ არარაჲ ესმა ფიცხელი სიტყუაჲ, არცა ქადებაჲ სატანჯველთაჲ და შიში ბრალთა მოჴდისაჲ, არამედ ესმოდა მოსლვაჲ მწყემსისა ტკბილისა და სახიერისაჲ, და არა მოდრკა ფიცხელი იგი გული მათი, არამედ ყოველივე ბოროტი იზრახეს მისთჳს და თანაშემწე იყვნეს ჰეროდესა, ვითარცა ესერა მოგჳთხრობს მახარებელი და იტყჳს: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. და წარავლინნა ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიძიეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთამცა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“ (2,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უკუანაჲსკნელი ესე უგუნურებაჲ და სიბორგილე! ამას ყოველსა იტყოდა, რაჲთამცა უძლო პოვნად შ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...ე ყოველივე წინააღმდგომისა ღუარძლთა მორჩი არს და არა სწავლათა ქრისტესთაჲ. და რად ვიტყჳ ქრისტეანობისა სახესა? არცა თუ ბუნებასა კაცებისასა ვჰპოებ შენ თანა, არამედ პირუტყუთასა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“. რამეთუ ოდეს ჰბორგდე, ვი-თარცა ჯორი, ურქენდე მოყუასსა, ვითარცა კუროჲ, მცბიერ იყო, ვითარცა ცხენი, სიტყჳსაებრ წერილისა, ჰნაყროვნობდე, ვითარცა დათჳ, განასუქებდე ჴორცთა, ვითარცა ღორი, ძჳრისმოჴსენე იყო, ვითარცა აქლემი, მტაცებელ იყო, ვითარცა მგელი, მრისხანე იყო, ვითარცა გუელი, მცემარ, ვითარცა ღრიაკალი, მზაკუვარ, ვითარცა მელი, გესლსა ბოროტსა ჰმარხვიდე, ვითარცა ასპიტი და იქედნე, მბრძოლ იყო ძმათა შენთა, ვითარცა ეშმაკი ბოროტი, ვითარ შეგრაცხო შენ კაცთა თანა, რაჟამს სახესა ბუნებისა მის კაცთაჲსა ვერ ვჰპოებდე?

ეჰა საკჳრველი! ნათელღებულისა და უნათლავისა განყოფილებასა ვეძიებდი და ესერა შემემთხუევის, არცა თუ კაცისა და მჴეცისა განყოფილებისა პოვნად შენ თანა, რამეთუ მჴეცნი თითოეული ერთითა რაჲთმე ზემოთქუმულითა ბოროტითა შეპყრობილ არს, ხოლო შენ ვინაჲთგან ყოველივე შეგიკრებიეს თავსა შინა შენსა, უძჳრეს ქმნილ ხარ მათისა მის პირუტყუებისა. ვთქუა უზეშთაესიც...

სრულად ნახვა