მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 48:15

14. ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.15. ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.16. ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
ფსალმუნნი თავი 48
15. ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...რს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა თაყუანისცემაჲ უფლისაჲ მოგუთა თანა და დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა, რამეთუ მოიწია ჟამი განახლებისა მათისაჲ და გამოჴსნისაჲ ცოდვათაგან; რამეთუ არარაჲ ესმა ფიცხელი სიტყუაჲ, არცა ქადებაჲ სატანჯველთაჲ და შიში ბრალთა მოჴდისაჲ, არამედ ესმოდა მოსლვაჲ მწყემსისა ტკბილისა და სახიერისაჲ, და არა მოდრკა ფიცხელი იგი გული მათი, არამედ ყოველივე ბოროტი იზრახეს მისთჳს და თანაშემწე იყვნეს ჰეროდესა, ვითარცა ესერა მოგჳთხრობს მახარებელი და იტყჳს: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. და წარავლინნა ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიძიეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთამცა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“ (2,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უკუანაჲსკნელი ესე უგუნურებაჲ და სიბორგილე! ამას ყოველსა იტყოდა, რაჲთამცა უძლო პოვნად შ...

სრულად ნახვა